დღესდღეობით შპს „გლავსპირტპრომი“ აწარმოებს საბრენდე სპირტებს, ყურძნის არაყს (ჭაჭას) და ორდინალურიდან დაწყებული КС კლასამდე ქართულ ბრენდებს, ასევე, მშრალ, ნახევრადმშრალ თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებს, რომელთა ექსპორტი ხორციელდება დსთ–სა და ევროკავშირის ქვეყნებში.

შპს „გლავსპირტპრომის“ ქართული ბრენდები არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი, რომელთაგან უნდა გამოიყოს ორი ოქროს მედალი საუკეთესო ხარისხისა და გემოსათვის.