ტიფლისი 0,500 ლ.

 

3 წლის

სამწლიანი – ორიგინალური ქართული ბრენდი დამზადებულია საქართველოს მეღვინეობის განთქმულ რაიონებში დამუშავებული ღვინის საუკეთესო მასალისაგან მიღებული, სამწლიანი დაყენების საბრენდე სპირტებისაგან. ხასიათდება კაკლის მსუბუქი სურნელნარევი ხილის თაიგულით, მუქი ჩალისფერით, რბილი გემოთი და საამო არომატით.

5 წლის

ხუთწლიანი – საქართველოს მეღვინეობის განთქმულ რაიონებში დამუშავებული ღვინის მასალისაგან მიღებული, მახალხარისხოვანი ხუთწლიანი შენახვის საბრენდე სპირტებისაგან დამზადებული ორიგინალური ქართული ბრენდი. ხასიათდება საშუალო ინტენსიურობის ქარვის ფერით ოქროს ელფერით, მინდალისა და კაკლის სურნელის მქონე ხილის თაიგულით, სრული ჰარმონიული და დალევის შემდეგ ოდნავ მოტკბო გემოთი.

7 წლის

შვიდწლიანი – КВ ჯგუფის ორიგინალური სამარკო ქართული ბრენდი, დამზადებულია საქართველოს მეღვინეობის განთქმულ რაიონებში დამუშავებული ღვინის მასალისგან მიღებული, მუხის კასრებში არანაკლებ შვიდწლიანი შენახვის საბრენდე სპირტებისაგან. ხასიათდება ცეცხლოვანი ელვარების ღრმა ქარვის შეფერილობით, კაკლისა და ვანილნარევი შავი ქლიავის სურნელოვანი, ხავერდოვანი და დალევის შემდეგ ხანგრძლივი გემოთი.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ტიფლისი 0,500 ლ.”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *