ღვინო


წინანდალი

ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო მზადდება კლასიკური ტექნოლოგიით   რქაწითელის და მწვანე კახური (15%-მდე) ვაზის ჯიშის ყურძნისგან,  რომელიც გაშენებულია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, თელავის რაიონში, წინანდლის მიკროზონაში. ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერ-ოქროსფერი შეფერილობით, მრავალფეროვანი ბუკეტით,  ცოცხალი ხილის ინტენსიური ტონებით, ხალისიანი სიმჟავით, დახვეწილი, სრული, სასიამოვნო და ხანგრძლივი ძლიერი არომატებით. რეკომენდებულია მირთმევა მსუბუქ  სალათებთან,  შემწვარ სოკოსთან, ზღვის პროდუქტებთან, ქათმის სალათებთან, მსუბუქ ყველთან, ნიგვზიან მხალეულთან და ხილთან ერთად, კარგი იქნება აპერიტივადაც,  8°C-12°C ტემპერატურაზე.

რქაწითელი

შესანიშნავი ქარვისფერი მშრალი  ღვინო  დამზადებულია აღმოსავლეთ საქართველოში მოყვანილი რქაწითელის ჯიშის  ყურძნისგან,  კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, ანუ ალკოჰოლური დუღილი მიმდინარეობს ჭაჭასთან და ხშირად სრულ კლერტთან შეხებით, ხოლო დუღილის დამთავრების შემდეგ ღვინო ჭაჭასთან შეხებაში რჩება რამდენიმე თვის განმავლობაში, გაზაფხულამდე. ღვინო „რქაწითელი“ ხასიათდება ქარვისფერი შეფერილობით, გამოირჩევა ძლიერი ტანინებით, არომატითა და სხეულით, დაბალანსებული  სიმჟავით, ხმელი ბალახის, მშრალი ხილის სასიამოვნო სურნელით, თაფლის ტონებით, რომელიც დროთა განმავლობაში უკეთ წარმოჩინდება და ძლიერდება. კარგად ეხამება ცხიმიან, მსუყე საჭმელებს, გუდის ყველს, მწარე, ცხარე, სუნელებიან, ნივრიან კერძებს, მოხარშულ ხორცს, მწვადს, საცივს. ღვინის მირთმევისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 16°C-18°C.

ფიროსმანი, თეთრი

სუფრის ნახევრად მშრალი თეთრი ღვინო მიღებულია აღმოსავლეთ საქართველოში გაშენებული რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო „ფიროსმანი“ თეთრი ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით,  ხილის ნაზი არომატებით, ციტრუსის, ყვავილების ტონებით, გემოზე არის ცოტათი მოტკბო, საკმაოდ ხალისიანი, არომატული და ხანგრძლივი. აქვს ჰარმონიული დახვეწილი გემო. კარგად ეხამება ხილს, ხილის სალათებს, მსუბუქ ნამცხვრებს, გოგრას, თხილს, ნუშს, კარგია აპერიტივადაც. ღვინის მირთმევისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა  10°C-12°C.

ალაზნის ველი, თეთრი

სუფრის ნახევრადტკბილი თეთრი ღვინო მიღებულია აღმოსავლეთ საქართველოში გაშენებული რქაწითელის ჯიშის ვაზის ყურძნისგან. ღვინო „ალაზნის ველი“ თეთრი ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით,  ხილის სასიამოვნო, მკვეთრად გამოხატული  ტონებით, ზომიერი სიტკბოთი და დაბალანსებული მჟავიანობით. აქვს სასიამოვნო დახვეწილი გემო. რეკომენდებულია ხილთან,  დესერტთან, ნაყინთან, ბისკვიტებთან ერთად  მირთმევა 10°C-12°C ტემპერატურაზე.

ვარდისფერი

ვარდისფერი, ნახევრად ტკბილი ღვინო მიღებულია საქართველოში მოყვანილი საფერავის, რქაწითელის და მწვანეს ყურძნის ჯიშებიდან. ღვინო „ვარდისფერი“ ხასიათდება ვარდისფერ-ატმისფერი შეფერილობით, რბილი, ნაზი ატმისა და ყვავილების ტონებით, სიტკბო  სიმჟავის კარგი ბალანსით,  ჰარმონიული გემოთი, რომელიც დიდხანს რჩება დაგემოვნების შემდეგ. რეკომენდებულია სალათებთან, ძეხვეულთან, აღმოსავლურ კერძებთან,  ხილთან და დესერტთან ერთად გამოყენება 15°C-16°C ტემპერატურაზე.

საფერავი

სუფრის მშრალი წითელი შესანიშნავი ღვინო  მიღებულია  აღმოსავლეთ საქართველოში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნიდან. ღვინო ხასიათდება მუქი ალუბლისფერი შეფერილობით, მწიფე ალუბლის და შავი მოცხარის არომატით,  გემოზე ველური კენკრის ტონებით. არის სხეულიანი და მაღალექსტრაქტული. რეკომენდებულია მირთმევა ხბოს, ცხვრის, ღორის ხორცისგან მომზადებულ მწვადთან, ჩაშუშულთან, სხვადასხვა სახის ყველთან ერთად,  16°C-18°C ტემპერატურაზე.

მუკუზანი

ადგილწარმოშობის  დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის  მშრალი წითელი ღვინო მიღებულია საფერავის ჯიშის ყურძნიდან, რომელიც მოყვანილია აღმოსავლეთ საქართველოში,  კახეთის რეგიონის მუკუზნის მიკროზონაში. ღვინო „მუკუზანი“ ხასიათდება  მუქი ბროწეულისფერი შეფერილობით, სანელებლებისა და წიწაკის არომატით, მკვეთრად გამოხატული  მუხის ტონებით, დაბალანსებული მჟავიანობით, მაღალექსტრაქტულობით და ჯიშური სპეციფიკური არომატით. რეკომენდებულია მირთმევა ნანადირევთან, ცხვრის და ღორის მწვადთან,  ჯიგრის ყაურმასთან,  შემწვარ გოჭთან, ხორციან კერძებთან და ძვირფას ყველებთან ერთად, 16°C-18°C ტემპერატურაზე.

ქინძმარაული

ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო მზადდება  აღმოსავლეთ საქართველოში ,კახეთის რეგიონში,  ყვარლის რაიონში,  ქინძმარაულის მიკროზონაში  გაშენებული საფერავის ჯიშის ვაზის ყურძნისგან. ღვინო „ქინძმარაული“ ხასიათდება  ბროწეულისფერი შეფერვით,  შავი მოცხარის, მწიფე კენკრის მდიდარი, მრავალფეროვანი არომატით, სიტკბოსა და მჟავიანობის კარგი ბალანსით და ძლიერი, ჰარმონიული  გემოთი. რეკომენდებულია არა მარტო წითელი ხილისა და ხილის ნამცხვრებთან ერთად მირთმევა, არამედ მოტკბო საწებელით მომზადებულ ხორციან კერძებთან, ხილთან და ყველთან ერთადაც,  16°C-18°C ტემპერატურაზე.

ხვანჭკარა

ადგილწარმოშობის  დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის  ბუნებრივად  ნახევრადტკბილი წითელი ღვინო  მიღებულია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოყვანილი  ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშებიდან. ღვინო „ხვანჭკარა“ ხასიათდება  მუქი ლალისფერი შეფერილობით, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით, ჟოლოსა და ბროწეულის ძლიერი სურნელით და გემოთი, რომელიც დიდხანს რჩება დაგემოვნების შემდეგ. რეკომენდებულია ხილთან, ჩირთან, ფელამუშთან,  ჩურჩხელასთან, ქიშმიშთან ერთად მირთმევა,  15°C-18°C ტემპერატურაზე.

ალაზნის ველი, წითელი

წითელი,  ნახევრად ტკბილი ღვინო  მიღებულია აღმოსავლეთ საქართველოში გაშენებული საფერავის ჯიშის ვაზის ყურძნისგან. ღვინო „ალაზნის ველი“ წითელი ხასიათდება ლალისფერი შეფერვით, კენკრის და წითელი ხილის ხალისიანი ტონებით და  ჰარმონიული, დახვეწილი, ხანგრძლივი გემოთი. რეკომენდებულია სადესერტო კერძებთან, ხილთან,  დესერტთან, თათარასთან, ჩურჩხელასთან ერთად მირთმევა, 16°C-18°C ტემპერატურაზე.

ფიროსმანი, წითელი

წითელი ნახევრადმშრალი ღვინო  მზადდება  კახეთის  რაიონში მიღებული  საფერავის  ჯიშის  ყურძნიდან. გემოზე ოდნავ ტკბილი, გამორჩეულად ხალისიანი ტონებით და  ჰარმონიული, დახვეწილი, ხანგრძლივი  გამყოლი გემოთი. ადვილად  ამოვიცნობთ კენკროვნებსა და ველური მაყვლის არომატებს. გემოზე ოდნავ ტკბილი, გამორჩეულად ხალისიანი ტონებით და  ჰარმონიული, დახვეწილი, ხანგრძლივი  გამყოლი გემოთი. ადვილად  ამოვიცნობთ კენკროვნებსა და ველური მაყვლის არომატებს.

ახაშენი

ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო მზადდება  აღმოსავლეთ საქართველოში ,კახეთის რეგიონში,  გურჯაანის რაიონში,  ახაშნის მიკროზონაში  გაშენებული საფერავის ჯიშის ვაზის ყურძნისგან. ღვინო „ახაშენი“ ხასიათდება  მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, 
მაღალექსტრაქტულია, გამოირჩევა  ძლიერი, სასიამოვნო  ბუკეტითა  და
არომატით(კენკროვანები,მოცხარი,ალუბალი), ჰარმონიული ხავერდოვანი გემოთი. რეკომენდებულია ნამცხვრებთან ერთად მირთმევა, აგრეთვე მოტკბო საწებელით მომზადებულ ხორციან კერძებთან, ხილთან და ყველთან ერთადაც,  16°C-18°C ტემპერატურაზე.