ჩვენ შესახებ

შპს “გლავსპირტპრომი”

საქართველოს ტყუილად არ უწოდებენ “მეღვინეობის აკვანს“. ეს გასაოცარი გაცისკროვნებული ქვეყანა არის მევენახეობის კულტურის უძველესი კერა. მეღვინეობის ისტორია საქართველოში ითვლის დაახლოებით 8000 წელს. უნიკალური მიკროკლიმატის წყალობით საქართველოში მოდის დაახლოებით 500 ჯიშის ყურძენი.

საქართველოში ოდითგანვე მოჰყავდათ ყურძენი და წურავდნენ ღვინოს, ჭაჭისგან ამზადებდნენ ყურძნის არაყს – ჭაჭას. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს ქართული კონიაკის წარმოება.

საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველო იყო კონიაკის ძირითადი მწარმოებელი. კონიაკის სპირტების გამოხდა და მათი დაყოვნება ხდებოდა ორმოცდაათზე მეტ ღვინის ქარხანაში “სამტრესტის“ სისტემაში.  სწორედ ერთ-ერთი ასეთი ქარხნის ბაზაზე თბილისში 2003 წელს დაფუძნდა შპს “გლავსპირტპრომი“, სადაც მისი შექმნის დღიდან დაიწყო კონიაკის სპირტების გამოხდა და მათი დაყოვნება მუხის ტკეჩზე და კასრებში.

მალე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართული კონიაკისა და ყურძნის ღვინის წარმოებისა და ჩამოსხმის შესახებ, რომლებიც დამზადდებოდა შპს “გლავსპირტპრომის“ პარტნიორების კუთვნილ ვენახებში მოყვანილ ყურძენზე, რისთვისაც ჩვენ შევიძინეთ იტალიური ჩამოსხმის ხაზი.

დღესდღეობით შპს “გლავსპირტპრომი“ აწარმოებს კონიაკის სპირტებს, ყურძნის არაყს “ჭაჭას“ და ქართულ კონიაკებს სამიდან ათ წლამდე დაძველებით, აგრეთვე მშრალ, ნახევრად მშრალ თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებს, რომელთა ექსპორტიც ხორციელდება დსთ-ს და ბალტიისპირეთის ბაზრებზე.

ჩვენი ძირითადი პროდუქტები:

ღვინოქართული კონიაკი
ქინძმარაული წითელი, ნახევრად ტკბილი
მუკუზანი წითელი, მშრალი
წინანდალი თეთრი, მშრალი
ახაშენი წითელი, ნახევრად ტკბილი
ხვანჭკარა წითელი, ნახევრად ტკბილი
ფიროსმანი წითელი, ნახევრად მშრალი
ფიროსმანი თეთრი, ნახევრად მშრალი
საფერავი წითელი, მშრალი
როზე ვარდისფერი, ნახევრად ტკბილი
რქაწითელი თეთრი, მშრალი
ალაზნის ველი თეთრი, ნახევრად ტკბილი
ალაზნის ველი წითელი, ნახევრად ტკბილი
სერიები:

ტიფლისი
ქართული
ძველი იბერია
ძველი მარანი
ერთისელი
ადამარი
თბილისური ეზო
თბილისის ციხესიმაგრე
კავკასიონი

დასახელება:

სამწლიანი, ოთხწლიანი,
ხუთწლიანი, შვიდწლიანი,
რვაწლიანი, ათწლიანი