სამწლიანი — დამზადებულია საქართველოს სხვადასხვა მეღვინეობის რეგიონების ღვინის მასალისაგან გამომუშავებული სამწლიანი დაძველების კონიაკის დისტილატებისაგან. კონიაკი მუქი ჩალის ფერის შეფერილობის, გააჩნია კონიაკისათვის დამახასიათებელი არომატი და მსუბუქი ჰარმონიული გემო.
ოთხწლიანი — დამზადებულია საქართველოს სახელგანთქმულ მეღვინეობის რეგიონებში გამომუშავებული ოთხწლიანი დაძველების ნარჩევი კონიაკის დისტილატებისაგან. კონიაკი ღია ქარვისფერი მოოქროსფერო ანარეკლით სპეციფიკური ბუკეტით და მსუბუქი ჰარმონიული გემოთი. ბუკეტში ხილის არომატი მუხის ფონზე, სასიამოვნო ნოტებით. ტოვებს სასიამოვნო დანატოვარს.
ხუთწლიანი – მაღალხარისხიანი კონიაკი დამზადებული საქართველოს სახელგანთქმულ მეღვინეობის რეგიონებში გამომუშავებული ხუთწლიანი დაძველების კონიაკის სპირტისგან. საშუალო გაჯერების ქარვისფერი კონიაკი ოქროსფერი ელფერით. მდიდარი და რთული ბუკეტი, სადაც ხილის ტონები დაბალანსებულია მუხის ტონებით ვანილის ელფერით. გემო რბილი, ჰარმონიული სასიამოვნო დანატოვრით.
შვიდწლიანი – დავარგებული კონიაკის ჯგუფის სამარკო კონიაკი საქართველოს სახელგანთქმულ მეღვინეობის რეგიონების ღვინის მასალებისაგან გამომუშავებული შვიდწლიანი დაძველების კონიაკის სპირტებისგან. ინტენსიური ოქროსფერ-ქარვისფერი ფერის შერწყმა ბუკეტის ვანილის და შოკოლადის ტონებთან. სხეულიანი, რბილი, ჰარმონიული გემო, ჩირისა და მუხას ელფერების რთული ბალანსი. მომხიბლავად რბილი დანატოვრით.
რვაწლიანი – უმაღლესი ხარისხის ქართული კონიაკი დამზადებულია აღმოსავლეთ საქართველოს სამარკო ღვინებისაგან მიღებული მუხის კასრებში რვაწლიანი დაძველების კონიაკის სპირტისაგან. სასმელი ხასიათდება ღრმა ქარვისფერი ფერით და ოქროსფერი ელფერით. მკვეთრად გამოხატული კონიაკის არომატი რბილი ჰარმონიული გემოთი და სასიამოვნო დანატოვრით მომგებიანად გამოარჩევს მას მოცემული მარკის სხვა სასმელებისაგან. სასმელის ბუკეტი ხაზს უსვამს კონიაკის დისტილატების ყურძნის კომპონენტების ბუნებრივ ბალანსს, აქვს მუხის- ენაანტინის ტონი, გამდიდრებული ხილისა და ყვავილოვან-ვანილის ელფერებით. სწორი შენახვის პირობებში შენახვის ვადა შეუზღუდავია.
ათწლიანი – სამარკო ქართული კონიაკი «მესხეთი», დამზადებულია ათწლიანი დაძველების კონიაკის სპირტებისაგან, რომლებიც გამომუშავებულია აღმოსავლეთ საქართველოს ალაზნის ველის სამარკო ღვინის მასალისაგან. სასმელი ხასიათდება ღრმა ქარვისფერი ფერით ოქროსფერი ელფერით. მკვეთრად გამოხატული არომატი, გააჩნია ენაანტინის ტონი ხილისა და ყვავილოვან-ვანილის ელფერებით. რბილი ჰარმონიული გემოს კომბინაცია დახვეწილ დანატოვართან.