ჭაჭა

ჭაჭა წარმოადგენს ყურძნისეული წარმოშობის ქართულ ტრადიციულ სპირტიან სასმელს მკაფიოდ გამოხატული, ჭაჭისათვის დამახასიათებელი არომატითა და გემოთი. ჭაჭა მაღალალკოჰოლური სასმელია, რომელიც მიიღება ჭაჭის ალკოჰოლური დუღილის შემდეგ ერთჯერადი, ორჯერადი ან გამონაკლის შემთხვევაში სამჯერადი გამოხდით.

ჭაჭა “კლასიკური” დამზადებულია ქართული ტრადიციული მეთოდით. არის უფერო, კრისტალურად გამჭირვალე და გამოირჩევა ჭაჭის არყისთვის დამახასიათებელი ჰარმონიულად შერწყმული ხილისა და ღვინის არომატით, რბილი დაბალანსებული გემოთი.

ჭაჭა “მუხაში დავარგებული” დამზადებულია ქართული ტრადიციული მეთოდით. ჭაჭის დისტილატი დავარგებულია მუხის კასრში არანაკლებ 3 თვისა. ხასიათდება ღია ოქროსფერი შეფერილობით, კრისტალურად გამჭირვალე. გამოირჩევა ჰარმონიულად შერწყმული ყურძნისა და მუხის არომატით, რბილი დაბალანსებული გემოთი.